დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 215 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიას სულ 38,376 ადამიანი ემსხვერპლა.
ერთი დღეში COVID-19-ით კიდევ 1,604 ადამიანი დაინფიცირდა. დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 272,826-ს აღწევს.
ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 1,559 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.