დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 24 საათში 761 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 761 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსი 4 603 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12 868-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი უკვე 98 ათასზე მეტ პირს დაუდასტურდა.

დიდი ბრიტანეთი გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ.