დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 24 საათში 847 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 847 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVID-19 კიდევ 5 599 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14 576-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი უკვე 108 692 პირს დაუდასტურდა.