დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 42 153 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 184 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიას სულ 42 153 ადამიანი ემსხვერპლა.

ერთ დღეში COVID-19-ით კიდევ 1 115 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 299 251-მდე გაიზარდა.