დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 786 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 786 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3,634 დაინფიცირდა. სულ დაავადებას 6,159 ადამიანი ემსხვერპლა. 

დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 55,242 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 48,948 აქტიური პაციენტია, მათ შორის 1.559 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.