დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 28,734 ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 288-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 28,734-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 190,584-ს მიაღწია. 3,985 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა.

მკურნალობას ამჟამად 13,258 პაციენტი აგრძელებს.