დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 5%-ს COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული COVID-19-ის ანტისხეულებზე ტესტირებით დგინდება, რომ მოსახლეობის 5% კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ლონდონში ახალი კორონავირუსით, სავარაუდოდ მოსახლეობის 17%-ია ინფიცირებული.

 ჰენკოკმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში COVID-19-ის ანტისხეულებზე ტესტირება კიდევ 10 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება.

ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 36,042-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 250,908-ს მიაღწია.