დიდ ბრიტანეთში საჰაერო ტაქსები გამოჩნდება

ბრიტანულმა კომპანიამ Urban Air Ports-მა საჰაერო ტაქსისა და სატვირთო დრონის პროექტის წამოწყების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

ივარაუდება, რომ ფრენები ქალაქებს შორის განხორციელდება. კომპანია პროექტზე მუშაობას წლის ბოლოს დაიწყებს და საცდელი ფრენები 2022 წელს განხორციელდება.

პროექტს მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და მისთვის 1.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო. ბრიტანული Flying-Taxi Hub, პირველად ევროპასა და მსოფლიოში, ინგლისის ქალაქ კოვენტრიში გამოჩნდება.