15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაფსმა განაცხადა.
"საზოგადოებრივი ტრანსპორთით მგზავრობას დამცავი ნიღბების გარეშე ვერ შეძლებთ. ტრანსპორტში 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსპორტის დატოვება მოგიწევთ და შესაძლოა დაგაჯარიმონ კიდეც",-განაცხადა შაფსმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბებისა და დამცავი აღჭურვილობის ტარება აუცილებელი არ არის და სახის დასაფარად სახლში დამზადებული ნაჭრის ნიღბების გამოყენებაც შეიძლება.