დიდ ბრიტანეთში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ დერბიშირის რაიონის ქალაქ დარლი დეილში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, სამართალდამცავების ინფორმაციით, ის წყალმა წაიღო.

გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდდა, რამაც ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

მანამდე დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქუჩები დაიტბორა. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი საღამომდე აღმოჩნდა ბლოკირებული.