დიდ პარასკევს იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა განსაცდელში მყოფთა სულებისთვის ილოცა

კათოლიკური სამყარო დღეს დიდ პარასკევს, ანუ წითელ პარასკევს აღნიშნავს. იერუსალიმში დღეს უჩვეულო მდუმარება და სიჩუმეა. კორონავირუსის პანდემიის გამო, აღდგომის ტაძარი, ისევე როგორც სხვა ტაძრები და რელიგიური ადგილები დაკეტილია.

ვატიკანის სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსის პიერბატისტა პიცაბალას თქმით, ამ დღის აღნიშვნა ქრისტიანულ სამყაროს ურთულეს პერიოდში უწევს. მთავარეპისკოპოსმა მორწმუნეებს განსაცდელში მყოფი ადამიანებისა და გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

აღდგომის ტაძარი დღეს ცოტა ხნით, მცირე ღვთისმსახურებისთვის გააღეს, რომელშიც მხოლოდ იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი და რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობდა.