დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს წინასწარ შეთანხმებული პირობებით დატოვებს

330 ხმით 231-ის წინააღმდეგ-გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ, ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ევროკავშირს წინასწარ შეთანხმებული პირობებით დატოვებს.

ახლა დოკუმენტს კენჭი ლორდთა პალატამ უნდა უყაროს.