დიდი ბრიტანეთი რუსეთს უკრაინაზე შეტევის შემთხვევაში სანქციებით ემუქრება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ლიზ ტრუსი რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებით ემუქრება. ლივერპულში G7-ის ეკონომიკური მიმართულების მინისტრების სამიტზე მან რუსეთის ნაბიჯი, გადაესროლა ჯარის ნაწილი უკრაინის საზღვართან, შეაფასა, როგორც "სტრატეგიული შეცდომა". 

მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი არ მისცემს საშუალებას რუსეთს, რეალობაში მოიყვანოს ასეთი ჩანაფიქრი. 

მოსკოვმა უკრაინის საზღვართან 92 000 ჯარისკაცი გადაიყვანა. ის სამხედრო წვრთნებზე საუბრობს, თუმცა ევროპაში ამ საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობა იმატებს.