დიდი ბრიტანეთში რეკორდული წონის ხბო დაიბადა - PHOTO

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ფერმაში მერძეული მიმართულების ძროხამ 104 კგ წონის ხბო მოიგო. ამის შესახებ ვეტერინარმა კატერინა კიუნანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. 

მისი თქმით, გიგანტური ახალშობილი მამრია. ექიმებს მის დაბადებაში ჩარევა საკეისრო კვეთით დასჭირდათ. კატერინა კიუნანი აღნიშნავს, რომ ხბოს წონა ორი კილოგრამით აღემატება გინესის რეკორდს. 

ინფორმაცია უკვე მიაწოდეს გინესის რეკორდების კომისიას.