დიკაპრიომ სკორსეზეს ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა

ამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა. 

მსახიობის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე მასთან ერთად მსახიობი ლილი გლადსტოუნია გამოსახული, რომელიც ასევე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

ფილმში "ყვავილების მთვარის მკვლელები" ლეონარდო დიკაპრიო მთავარ როლს თამაშობს. ფილმში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოკლაჰომაში, დიდი ფერმის მეპატრონის ოჯახში ვითარდება.

კინო ნამუშევარი დევიდ გრნის ამავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული. ფილმის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია.