"დისნეი" "ვარსკვლავური ომების" ქალ პერსონაჟებზე სერიალს გადაიღებს

დისნეი "ვარსკვლავური ომების" სამყაროზე შემდეგ სერიას გამოუშვებს, სადაც ყურადღება ქალ პერსონაჟებზე იქნება გამახვილებული. 

მომავალი შოუს მოქმედება ახალ დროში განვითარდება. 

შოუზე ლესლი ჰადლენდი იმუშავებს, რომელიც "Netflix's-ის" სერიალით, "Russian Doll-ით" არის ცნობილი. სხვა დეტალები კი ჯერ არ საჯაროვდება. 

ამ დროისთვის სტუდია “მანდალორიელის” ახალ სეზონზე მუშაობს, რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს.