დისნეილენდი მუშაობას 1 აპრილიდან განაახლებს

კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დისნეილენდისა და სხვა გასართობი პარკების გახსნის ნებართვა გასცა. ანაჰაიმში მდებარე დისნეილენდის პარკი მუშაობას 1 აპრილიდან განაახლებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, გასართობი პარკი მხოლოდ  20-30 პროცენტამდე დატვირთვით იმუშავებს. 

ამასთან, მანამდე პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სამუშაოდან 28 000 თანამშრომლის დათხოვნა გახდა საჭირო.