ბრიუსელში ბრექსითის მოლაპარაკებები შესვენების შემდეგ განახლდება

ბრიუსელში ბრექსითის საკითხებზე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მომლაპარაკებლები შესვენებაზე გავიდნენ. მოლაპარაკებები შესვენების შემდეგ განახლდება.

ამ კვირის დასაწყისში ბრიტანეთმა შეთავაზების საბოლოო ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც შეთანხმების მიღწევისა და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის უკანასკნელი მცდელობაა.

ბრექსითის საბოლოო ვადა 31 ოქტომბერია.