ჩიკაგოელი პედაგოგები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ

ჩიკაგოში, 360000-მა მოსწავლემ არ იცის, როდის განაახლებენ მათი პედაგოგები სასწავლო პროცესს. ჩიკაგოს მასწავლებელთა კავშირის წევრი 25 ათასი პედაგოგი სკოლებში მასობრივ გაფიცვას აწყობს.

მასწავლებელთა გაერთიანება მთელი ქვეყნის მასშტაბით პედაგოგებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვს. იგივე მოთხოვნები აქვთ ჩიკაგოელ პედაგოგებს, თუმცა ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი პრობლემები გაცილებით მწვავეა.

ჩიკაგოში, სადაც მაღალია კრიმინალის დონე, ქუჩური გარჩევები და მოსწავლეთა სიკვდილიანობა, სკოლებს გაცილებით მეტი პედაგოგი და დამხმარე პერსონალი სჭირდება.  ხელისუფლებამ მასწავლებლებს ხელფესის მომატება და გარკვეული გაუმჯობესება შესთავაზა, თუმცა ისინი აცხადებსნ, რომ ეს საკმრისი არაა.