დონალდ ტრამპ უმცროსს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟიშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, 42 წლის დონალდ ტრამპ უმცროსი ამ დროისათვის საკუთარ აგარაკზე, თვითიზოლაციაში იმყოფება. წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ვაჟს COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა, ამის მიუხედავად სამედიცინო რეკომედაციებს სრულად იცავს. 

გასულ თვეში კორონავირუსი დონალდ ტრამპის უმცროს ვაჟს, 14 წლის ბარონ ტრამპსაც დაუდასტურდა.

ცნობისთის, მანამდე, 2 ოქტომბერს კორონავირუსი დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, დაუდასტურდათ. დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა.