დონალდ ტრამპი აბორტების წინააღმდეგ მარშში მიიღებს მონაწილეობას

დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, ვინც ვაშინგტონში, აბორტების წინააღმდეგ ორგანიზებულ, ყოველწლიურ აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.

"შევხვდებით პარასკევს... უზარმაზარი რაოდენობა!"- წერს ტრამპი, რომელმაც "მარში სიცოცხლისთვის" ანონსი გააზიარა.

47-წლიანი ისტორიის მანძილზე მარშს პირადად არც ერთი პრეზიდენტი არ ესწრებოდა.