აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების ფოსტით ჩატარების ინიციატორები კენჭისყრის გაყალბებისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ ის "Twitter'ზე" წერს.
"აშშ საფოსტო კენჭისყრის სისტემაზე მთლიანად ვერ გადავა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაკეთილსინდისიერი არჩევნები იქნება", - წერს ტრამპი.
მისი თქმით, ამ პროცედურის კომპრომეტირება ყალბი ბლანკებით ადვილად შესაძლებელია. არჩევნების ფოსტით ჩატარების იდეის ავტორებს კი ამ სიახლის დანერგვა ეპიდემიის კორონავირუსის გამოყენებით სურთ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.