დონალდ ტრამპი გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა სურს. Bloomberg-ის ინფორმაციით, საუბარია 9 500 სამხედრო მოსამსახურის გაყვანაზე. სულ გერმანიაში 34 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს შორის დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ამერიკელი ჯარისკაცები გერმანიას სექტემბერში დატოვებენ. 

შეერთებული შტატების ლიდერი გერმანიაშიი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შემცირების საკითხს დიდი ხანია განიხილავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 25 000-მდე შემცირდება, მაშინ, როდესაც, ამ დროისათვის ქვეყანაში 34.5 ათასზე მეტი სამხედრო პირია დისლოცირებული.

გერმანიიდან გამოყვანილი ჯარების ნაწილი გადამისამართდება პოლონეთსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში, ხოლო ნაწილი დაბრუნდება შეერთებულ შტატებში.