დონალდ ტრამპი: მინი მაიკ, ბინძურ თითებს ნუ ილოკავ

"მინი მაიკ, შენს ბინძურ თითებს ნუ ილოკავ. ეს არაჰიგიენურიც არის და შენთვის და სხვებისთვის საშიშია!", - ამ სიტყვებით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, მაიკ ბლუმბერგს "ტვიტერში" მიმართავს.

მაიკ ბლუმბერგმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის „თითებს ილოკავს“. 

სწორედ ეს ვიდეო გადააზიარა ტრამპმა.