დონალდ ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენი იქნება

დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, 78 წლის ბერნი სანდერსმა, კამპანია შეწყვიტა, რის გამოც, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენი იქნება.

ამერიკის პრეზიდენტი ბერნი სანდერსის საარჩევნო მარათონიდან გამოთიშვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სანდერსის მომხრეებს რესპუბლიკურ პარტიაში გადასვლისკენ მოუწოდა.

ჯო ბაიდენი 2009-2017 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.