დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მორიგი დებატები გაუქმდა

აშშ-ის საპრეზიდენტო დებატების კომისიამ, პრეიზდენტ დოლანდ ტრამპსა და საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის ჩანიშნული სატელევიზიო დებატების მეორე რაუნდი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დებატები 15 ოქტომბერს იყო ჩანიშნული. კომისიამ აღნიშნა, რომ დებატები მხარეთა განცხადების საფუძველზე გაუქმდა. 

დებატების დასკვნითი ეტაპი 22 ოქტომბერს, ნეშვილში გაიმართება.  

ტრამპისა და ბაიდენის პირველი წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები 29 სექტემბერს შედგა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.