დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს "ფეიკ პრეზიდენტი" უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის მომავალ 46-ე პრეზიდენტ, დემოკრად ჯო ბაიდენს "ფეიკ პრეზიდენტი" უწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მესამე მსოფლიოს ქვეყნების არჩევნებს შეადარა. პოლიტიკოსის თქმით, ახალგაზრდა სამხედრომ, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, მას უთხრა, რომ არჩევნები იქ უკეთ იყო ორგანიზებული, ვიდრე ამერიკაში. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრის შედეგად აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა, თუმცა, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლის დატოვებაზე უარს აცხადებს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების ოფიციალურად 2021 წლის 6 იანვარს დაამტკიცებენ, ხოლო ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება.