დონალდ ტრამპს კორონავირუსი აქვს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

წყვილი კარანტინში გადადის.

"დღეს მე და მელანიამ COVID-19-ზე დადებითი პასუხი მივიღეთ", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი "ტვიტერში".

ტრამპის თქმით, ისინი ამ დაავადებას ერთად დაამარცხებენ.