დონალდ ტუსკი ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს. 

„დონალდ ტუსკი ევროპელი ქრისტიან-დემოკრატების წამყვანი პოლიტიკოსია. მთელი ევროპა, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედი ლიდერი ჯოზეფ დოული, მას პარტიის თავმჯდომარეობის კენჭისყრას სთავაზობდა“, - განაცხადა პოლონეთში დონალდ ტუსკის პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა გჟეგოჟ სხეტინამ.

მანამდე ტუსკმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ნოემბერში მიიღებს. „ევროპის სახალხო პარტია“ ახალ თავმჯდომარეს 21-22 ნოემბერს, ზაგრებში პარტიის ყრილობაზე აირჩევს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე 1-ელ დეკემბერს ტუსკს ბელგიის პრემიერმინისტრი შარლ მიშელი ჩაანაცვლებს.