"დორიანგამოვლილ" ბაჰამებს კიდევ ერთი ქარიშხალი გადაუვლის

ამერიკელი სინოპტიკოსების თქმით, ბაჰამის ჩრდილო-დასავლეთ კუნძულებს, რომლებიც "დორიანის" შემდეგ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან, ახალი შტორმი უახლოვდება.

აშშ-ს ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე ამჟამად 48 კმ/სთ-ს შეადგენს.

სინოპტიკოსების ვარაუდით სტიქია კუნძულებზე პარასკევს ღამე და შაბათს მთელი დღის განმავლობაში იმძვინვარებს.