დრამა "1917" ჩინეთის კინოგაქირავების ლიდერია

სამხედრო დრამა "1917", რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს ასახავს, ჩინეთის კინოგაქირავების ლიდერი გახდა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. გამოცემის ინფორმაციით, შაბათ-კვირას მან 5,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სურათმა ჩინელი კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ ფილმისადმი ინტერესი აქ საკმაოდ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ "1917" "ოსკარის" 10 ნომინაციაში იყო წარდგენილი და სამში გაიმარჯვა.