დსთ-ს დიპლომატებმა ჰეიდარ ალიევის საფლავი მოინახულეს

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა და სამხედრო ატაშეებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საპატიო ხეივანში, ქვეყნის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი მოინახულეს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დსთ-ს დიპლომატებმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.