აშშ-ში ბიბლიის მასწავლებელი პედოფილიისთვის გაასამართლეს

კალიფორნიელ იურისტსა და ბიბლიის მასწავლებელს, სტივენ მატლაკს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას 6 გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 6 წლის იყო.

სასამართლოში მამაკაცმა დაზარალებულთა ოჯახებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ "სექსუალურად დამოკიდებული" იყო. გოგონების მშობლებმა პედოფილს "სასიზღარი მოხუცი უწოდა". ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მატლაკმა ბრალი აღიარა.

აღსანიშნავია, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ მამაკაცს მეუღლე დაშორდა.

ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა მატლაკს მხოლოდ 35 წლის შემდეგ შეეძლება.