ჩინეთში წელს COVID-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჩინეთში იანვრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-ის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

აქედან 40 ადგილობრივი შემთხვევაა, 36 კი - იმპორტირებული.

ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 92 605 შემთხვევა დადასტურდა. 740-ზე მეტი ადამიანი დღემდე საავადმყოფოში რჩება. აქედან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.