დუბაიში ძლიერი აფეთქება მოხდა

დუბაიში, პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ ხომალდზე მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

ამ დროისთვის, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.