არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომები 24 მარტს ამოქმედდა. მაისში კი, სავაჭრო ცენტრები და დიდი მაღაზიები შეზღუდული რაოდენობით ამოქმედდა.
"გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებული ჯანდაცვის საკითხებისა და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების ყოვლისმომცველი შეფასების შემდეგ მივიღეთ. პანდემიის გამო ზეწოლა მრავალმა სექტორმა განიცადა, თუმცა არაბთა გაერთიანებული საამირო კვლავ ძლიერია ", - განაცხადა დუბაის პრინცმა, ჰამდან ბინ მუჰამედმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსით ინფიცირების 30,000-ზე მეტი შემთხვევა და 253 გარდაცვლილი ფიქსირდება.