ძაღლი კოვიდინფიცირებულ პატრონს საავადმყოფოს შესასვლელთან ელოდება - VIDEO

პერუში, ქალაქ ლიმაში ჰაჩიკოს მსგავსად, ძაღლი რამდენიმე დღეა პატრონს საავადმყოფოს შესასვლელთან ელოდება. 

ჯანდაცვის მუშაკები ვარაუდობენ, რომ ძაღლის პატრონი COVID-19-ის ინფექციით არის დაავადებული.

ექიმებმა ცხოველს მეტსახელი "ფირა" შეარქვეს და აღნიშნეს, რომ მის კვებაზე პერსონალი ზრუნავს.