ძლიერი აფეთქება და სროლა ქაბულში - არიან დაშავებულები

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. 

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, აფეთქება სამთავრობო და დიპლომატიური მისიების შენობებთან ახლოს მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.

მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.