ძლიერი მიწისძვრის გამო საბერძნეთში სკოლები დაიხურა

საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთით კვირას 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით Ekathimerini ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 23:43-ზე ქალაქ ფლორინადან 2 კილომეტრში მოხდა. ეპიცენტრი 14 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ზოგიერთი შენობა მსუბუქად დაზიანდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ორშაბათს სკოლების დახურვა გადაწყვიტა.