ძვირფასი ქვების გაყიდვები მცირდება

ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ დგას, - ამის შესახებ ნათქვამია 2019 წლის ანგარიშში, რომელსაც The Global Diamond Industry ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, 2017-2018 წლებში უმნიშვნელო ზრდის შემდეგ 2019 წელს ბაზარი პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად იბრძოდა.

მიუხედავად ამისა, აშშ-სა და ჩინეთში ბაზებზე მომხდარი ცვლილების გამო მოხმარებამ იკლო.

ორგანიზაციის ვარაუდით, 2019 წელს ბრილიანტების ბაზარზე წინა წელთან შედარებით კლება 2%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება რეგიონებს, ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს აშშ-ს ბრილიანტების ბაზარი 2%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც წინა წელს 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ევროპაში კი ბაზარი უცვლელი დარჩება და ის სტაბილურობას შეინარჩუნებს.