ერაყში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16მდე გაიზარდა

ერაყის ჩრდილოეთით, კირკუკის პროვინციაში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16–მდე გაიზარდა.

აფეთქებები სამ სხვადასხვა რაიონში თითქმის ერთდროულად მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ხელნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა გამოიწვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.