ებრაელ მამაკაცს კალიფორნიაში ავტომობილით პალესტინელები დაედევნენ - VIDEO

აშშ-ში, ლოს ანჯელესში ებრაელ მამაკაცს ორი ავტომობილით დაედევნენ, საიდანაც პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Nypost ავრცელებს. 

როგორც თავად დაზარალებული ყვება, როდესაც ის სინაგოგაში მიდიოდა, რამდენიმე მანქანა დაინახა, რომლებიც მისი მიმართულებით მოძრაობდნენ და თან სიჩქარეს მოუმატეს. ამასთან, მანქანიდან პალესტინის დროშა მოჩანდა, თავად ავტომობილის მგზავრები კი "ალაჰ აკბარს" (ღმერთი დიდი) ყვიროდნენ.

შემთხვევის ამსახველ კადრებს abc news ავრცელებს.