ეჭვიანი ძაღლი პატრონს ბავშვის კოცნის ნებას არ აძლევს - VIDEO

სამხედრო ექიმი რიკი პერესი მივლინებიდან სახლში დაბრუნდა და შვილის მოფერება სურდა, მარგამ მის კორგის ჯიშის ძაღლს სახელად ები აშკარად მეტი ყურადღება სურდა.

ები რიკის ოჯახში ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე მოიყვანეს, ამიტომ ბიჭის გაჩენის შემდეგ კორგი ყოველთვის ოდნავ ეჭვიანობდა, როდესაც საკმარის ყურადღებას ვერ იღებდა.

პერესი აღნიშნავს, რომ ები ყოველთვის ცდილობს, ბავშვსა და მას შორის საკუთარი ცხვირი მოათავსოს, რათა ყველა კოცნა მას ერგოს.