ედ შირანი და ბილი აილიში 24-საათიან კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას

ედ შირანი და ბილი აილიში 24 სააათიან კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. ის კლიმატის ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ვაქცინაციის პროცესში თანასწორობას ეძღვნება.. 

კონცერტში, რომელიც ნიუ-იორკში, ლონდონსა და სეულში პარალელურ რეჟიმში გაიმართება, კიდევ 60-მდე არტისტი მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორები ათობით ათას მაყურებელს ელოდებიან. ტრანსლაცია მილიონობით მაყურებელზე გადაიცემა. 

კონცერტი ოფიციალურად პარიზში გუშინ გაიხსნა. ელტონ ჯონმა ეიფელის კოშკის წინ ქეი პოპ ჯგუფთან BTS-თან ერთად იმღერა.