ეგვიპტეში არქეოლოგებმა უძველესი სამრეწველო ზონა აღმოაჩინეს

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორთან ახლოს არქეულოგებმა უძველესი სამრეწველო ზონა აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

აღმოჩენილია 30-მდე სახელოსნო, სამშენებლო მასალების ნარჩენები, თიხისა და ოქროს ნაკეთობები, რომლებიც სარკოფაგების მოსართავად გამოიყენებოდა.

არქეოლოგიური გათხრები 2017 წლიდან ლუქსორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ხეობაში ტარდება, რომელსაც  „მაიმუნების ველს“ უწოდებენ.