ეგვიპტეში ფარაონების "ოქროს აღლუმი" გაიმართა - VIDEO

ეგვიპტის ეროვნული მუზეუმიდან 22 მეფის მუმია ფუსტატის რეგიონში, ეგვიპტის ცივილიზაციის ახალ ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს. 

კაიროში ფარაონების "ოქროს აღლუმი" გაიამრთა და ახალ მუზეუმში დაბრძანებამდე სარკოფაგები მთელ ქალაქში მოატარეს.

აღლუმი ფოიერვერკისა და საპატიო ზალპების ფონზე გაიმართა. ღონისძიებაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო დაცული.

აღლუმზე წარმოდგენილ მუმიებს შორის იყვნენ: მეფე სექვენენრი, რომელმაც დაიწყო განმათავისუფლებელი ომი ჰიქსოსების წინააღმდეგ; დედოფალი ჰატშეფსუტი, ლუქსორის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დეირ ალ-ბაჰარის ბრწყინვალე ტაძრის მფლობელი; და მეფე რამესეს II, ახალი სამეფოს დიდი ფარაონი.