ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი მგზავრი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სოჰაგის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.