ეგვიპტეში სახლის ჩამონგრევისას 7 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის ქალაქ ელ-მაჰალა-ელ-კუბრაში 5 სართულიანი სახლი ჩამოინგრა. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

უბედური შემთხვევის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.