ეგვიპტეში სენატის არჩევნები აგვისტოში გაიმართება

ეგვიპტეში პარლამენტის ზედა პალატის, სენატის არჩევნები 11-12 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გასულ წელს ეგვიპტის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, კვლავ აღდგა 2014 წელს გაუქმებული პარლამენტის ზედა პალატა, ხოლო ქვედა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობა 596-დან 450-მდე შემცირდა. 

სენატი 180 წევრისგან დაკომპლექტდება. მათგან ორ მესამედს მოსახელობა აირჩევს, ხოლო დარჩენილ ნაწილს პრეზიდენტი დანიშნავს. არჩევნების შედეგები 19 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ყველა პირობა დაცული იქნება.