ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

ეგვიპტის პარლამენტის საკანონმდებლო და საკონსტიტუციო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელის, ბაჰა აბუ შაკკას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.

აბუ შაკკამ მალავიის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პარლამენტის მოწვევის ვადა 2021 წლის 9 იანვარს მთავრდება. განცხადებას აღნიშნულის თაობაზე Youm7 ავრცელებს.